5 ყველაზე ხშირი პრობლემა იზოლაციის დროს და მათი მოგვარების მარტივი გზები | Allnews.Ge

5 ყველაზე ხშირი პრობლემა იზოლაციის დროს და მათი მოგვარების მარტივი გზები

ვისწავლოთ კოვიდ 19-თან ერთად ცხოვრება – ეს ფრაზა 2020 წლის მთავარ სლოგანად იქცა და ამ მისიის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილადი თავიდანვე იყო და რჩება მოწოდება #დარჩისახლში. შესაბამისად, უამრავი ადამიანი აღმოჩნდა სახლში, ზოგი მხოლოდ საოჯახო საქმეებით დაკავებული, ზოგი კი სახლიდან, დისტანციურად აგრძელებს მუშაობას. მიმდინარე პროცესებმა ადამიანებს ბევრი საზრუნავი შეუქმნა და ისეთ საკითხებზეც დააფიქრა, რომელზეც შეიძლება აქამდე არ უფიქრიათ. ხანგრძლივად სახლში ყოფნამ, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობამ ფართო საზოგადოებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საერთო პრობლემებიც შეუქმნა, მაგალითად, წონის მატება, D ვიტამინის ნაკლებობა, ჰემოროიდული დაავადება. ახლა სწორედ რამდენიმე მათგანს განვიხილავთ.

ფსიქოლოგიური პრობლემები

ეს იზოლაციისა და სახლში ხანგრძლივად ყოფნის ერთ–ერთი მთავარი შედეგია. მეცნიერული კვლევებით დადასტურდა, რომ დაძაბულობა, სტრესი, არასტრაბილურობა და შიში, რომელიც ამ პერიოდს ახლავს, იწვევს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს, მათ შორის, შფოთვის მომატებულ დონეს, უძილობას, ემოციურ არასტაბილურობას, დეპრესიას. ამ დროს მწვავდება ის პრობლემები, რომელიც შეიძლება მცირე დოზით ადამიანებს აქამდეც აწუხებდათ, მაგრამ მას ვერ გრძნობდნენ ცხოვრების აქტიური რეჟიმის გამო. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ მიმართულებით საბოლოო სურათს პანდემიის დასრულების შემდეგ დავინახავთ. ფსიქოლოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ მაქსიმალურად ბევრი კონტაქტი და ურთიერთობა გქონდეთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან. არ იღელვოთ, რომ ამას დისტანციური სახე ექნება. მთავარია, ისაუბროთ თქვენს გრძნობებსა და ემოციებზე, მიიღოთ უკუკავშირი და თავი მარტო არ იგრძნოთ.

ზედმეტი წონა

ზედმეტი წონა სახლში ყოფნის ლოგიკური შედეგია. ხანგრძლივად სახლში ყოფნის დროს ადამიანი უფრო დუნდება, მიდრეკილი ხდება ძილიანობისკენ, სტრესი მადის გაძლიერებას იწვევს, ჩნდება მეტი მოთხოვნილება ტკბილეულზე, ქვეითდება ფიზიკური აქტივობა, და საბოლოოდ მივდივართ წონის მატებასთან. ნუტრიციოლოგები გვირჩევენ, რომ მადას არ ავყვეთ და კვების რეჟიმი მაქსიმალურად ვაკონტროლოთ, ფიზიკური აქტივობის კლებასთან ერთად სასურველია შევამციროთ დღიურად მისაღები კალორიების რაოდენობაც. მივიღოთ მეტი ხილი და ბოსტნეული, მოვერიდოთ ტკბილეულსა და ცომეულს.

ჰემოროიდული დაავადებები ბუასილი ანუ ჰემოროიდული დაავადება იზოლაციის დროს არსებული ცხოვრების წესის ლოგიკური გაგრძელებაა. მჯდომარე ცხოვრების წესი, მინიმალური ფიზიკური აქტივობა, მომატებული წონა, არასწორი კვების რეჟიმი და შედეგად შეკრულობა, არარეგულარული კუჭის მოქმედება – სწორედ ეს არის ბუასილის გამომწვევი მთავარი მიზეზები და ამავდროულად, ამ ყველაფრის თავიდან არიდება იზოლაციის დროს ძალიან რთულია. ჰემოროდიული პრობლემების გამოვლენის საწყის ეტაპზევე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და სათანადრო მკურნალობა. თუმცა, ბევრი ამ დროს თვითმკურნალობას მიმართავს ბაზარზე არსებული ჰემოროიდული სანთლების დამხმარებით. სპეციალისტები გვირჩევენ, არ მივმართოთ თვითმკურნალობას. სანთლების შერჩევასაც დიდი ყურადღება სჭირდება. მათ უმეტესობაში შედის ანტიბიოტიკი და ჰორმონი, რაც კონკრეტულ შემთხვევებში ან ხანგრძლივად გამოყენების დროს უსაფრთხო არაა. უპირატესობა მიანიჭეთ სანთლებს, რომელიც სრულად ბუნებრივი ინგრედიენტებისგანაა დამზადებული. მაგალითად, "რეპარონის" სანთელი და მალამო უსაფრთხოა ბუასილის სამკურნალოდ, მათ შორის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ხანგრძლივად გამოყენების დროსაც, რადგან პრეპარატი მოქმედებს მხოლოდ ადგილობრივად. ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული ეს მედიკამენტი ძალიან ეფექტურია და სრულიად არაა საზიანო, ის ძალიან სწრაფად ხსნიან ტკივილს, შეშუპებას, დისკომფორტს და ხელს უწყობს კვანძის დაპატარავებას.

D ვიტამინის ნაკლებობა

D ვიტამინის მთავარი წყარო მზე არის. შემოდგომა–ზამთრის პერიოდში ადამიანების დიდი ნაწილი ისედაც განიცდის D ვიტამინის ნაკლებობას, ახლა კი როცა ყველა სახლში ვართ "ჩაკეტილი" ეს პრობლემა უფრო მძაფრად დადგა. ამიტომ აუცილებელია, რომ ორგანიზმისთვის საჭირო D ვიტამინი საკვებიდან მაინც მივიღოთ. მიირთვით ცხიმიანი თევზი, განსაკუთრებით, ორაგული, კვერცხი, რძის ნაწარმი. ექიმის დანიშნულების შესაბამისად, მიიღეთ D ვიტამინი პრეპარატის სახითაც. არ დაგავიწყდეთ, ეს სწორედ ის ვიტამინია, რომელიც კოვიდ 19–თან ბრძოლაში განსაკუთრებულად დაგეხმარებათ.

მშრალი და გაუხეშებული კანი

დღის განმავლობაში ხელების ხშირი დაბანა და კიდევ უფრო ხშირად ანტისეპტიკის გამოყენება კანის გამოშრობასა და გაუხეშებას იწვევს. ამას ემატება უკვე მოახლებული ზამთრის სიცივეც. ამიტომ რეგულარულად გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები. არ იფიქროთ, რომ ეს მარტივი პრობლემაა და ყურადღების მიქცევა არ უნდა. სიმშრალემ, რომელსაც დროულად არ მიხედავთ, შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დაგაყენოთ.