მაიკ პომპეოს ვიზიტისას თბილისის სხვადასხვა ქუჩასა და გამზირზე აქციები გაიმართება და ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა, თუმცა პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება | Allnews.Ge

მაიკ პომპეოს ვიზიტისას თბილისის სხვადასხვა ქუჩასა და გამზირზე აქციები გაიმართება და ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა, თუმცა პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას თბილისში აქციები გაიმართება, თუმცა პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება.

როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩასა და გამზირზე მოქალაქეები პლაკატებით, დისტანციის დაცვით იდგებიან.

"ეს არ იქნება პოლიტიკური გამოსვლების დღე. ჩვენს ცენტრალურ გამზირებზე ადამიანები გამოვლენ, დაიცავენ დისტანციას, იქნება სტიკერები, სადაც ეწერება, რომ გაყალბებულია, არჩევნები მოპარულია და ცოცხალი ჯაჭვით იქნება სავსე ეს გამზირები. ასევე, იქნება პლაკატები და ამერიკის ბევრი დროშა, როგორც მისალმება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ", - განაცხადა უგულავამ.