ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართავენ | Allnews.Ge

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართავენ

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართავენ. მოთხოვნები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ელენე ხოშტარიამ გააჟღერა.

უფრო კონკრეტულად, ოპოზიციური სპექტრი მოითხოვს:

  • ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  • გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები სამართლინი წესით დაკომპლექტდეს;
  • გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები;

ხოშტარიას თქმით, წამზომი ჩართულია და "ივანიშვილს 20:00 საათამდე აქვს დრო".

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. ჩვენ, ოპოზიციური ძალები მივიჩნევთ, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, რადგან არ ასახავს ხალხის ნებას. ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე. პოზიცია სრულად გაიზიარა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც შევიდა და ვერ შევიდა ცესკო-ს გაყალბებული ციფრებით პარლამენტში. დაფიქსირდა უპრეცედენტო ოპოზიციური ერთიანობა.

ჩვენ აქ შეკრებილი ადამიანები ვითხოვთ: პირველი - ხელახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს არჩევნები ვერ იქნება მიახლოებულიც კი თავისუფალთან, თუ არ შესრულდება მეორე მოთხოვნა - თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით. ბოლოს - ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული.

წამზომი ჩართულია და ივანიშვილს დრო აქვს 20:00 საათამდე , რომ გამოვიდეს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებზე ელაპარაკოს ხალხს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და გადაწყვიტოს რა უნდა - წავა თავისით თუ მაინც მოუწევს წასვლა, რადგან ამ ძალას ვერავინ დაუპირისპირედება", - განაცხადა ხოშტარიამ.