ოპოზიცია დღეს პარლამენტის წინ აქციას გამართავს | Allnews.Ge

ოპოზიცია დღეს პარლამენტის წინ აქციას გამართავს

დღეს ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას გამართავს. ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ.

ოპოზიციის ლიდერებმა 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებასაც მოაწერეს ხელი, სადაც ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე თითოეული მათგანი უარს ამბობს.

სხვადასხვა ოპოზიციური პარტია დღეს, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბება, საიდანაც ისინი მსვლელობით პარლამენტის წინ მივლენ. მანამდე კი, დედაქალაქისკენ რეგიონებიდან ავტოკოლონები დაიძვრება.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია 15.00 საათზე დაიწყება.

myquiz