როგორია ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ქონება | Allnews.Ge

როგორია ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ქონება

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია ხელისუფლებას და ცესკოს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.

მეტიც, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტები ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ და ამ მიზნით რამდენიმე აქციაც გამართეს.

გთავაზობთ ინფორმაციას თუ რა შემოსავალს იღებს და როგორია თამარ ჟვანიას ფინანსური მდგომარეობა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თამარ ჟვანიას 2019 წლის 29 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წინა წლის შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე - 136 350,96 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექტორობისას ჟვანიამ შემოსავლის სახით, ორი თვის პერიოდში 1 650 ლარი მიიღო.

რაც შეეხება მის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, ჟვანია ფლობს 148,99 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2019 წელს 117 000 დოლარად შეიძინა.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 14 058 ლარი; 100,42 ევრო; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 17 000 დოლარი ჰქონდა, რომელიც ბინის გაყიდვის საფუძველზე აქვს მიღებული.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია მითითებული, ცესკოს თავმჯდომარის გასავალმა ფერწერული ნამუშევრების შეძენის მიზნით, 2 800 დოლარი; იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით კი - 15 831,04 ლარი შეადგინა.

გააგრძელეთ კითხვა