ახალი რეგულაციები, რომლებიც ძალაში დღეიდან შევიდა | Allnews.Ge

ახალი რეგულაციები, რომლებიც ძალაში დღეიდან შევიდა

დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.

ამასთან, ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები: 

  • რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა მთელ საქართველოში ეკრძალებათ
  • თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
  • მთავრობის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტები აგრძელებენ სწავლას იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც აქამდე იყო.