ახალი რეგულაციები, რომლებიც ძალაში დღეიდან შევიდა
დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.
ამასთან, ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები:
- რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა მთელ საქართველოში ეკრძალებათ
- თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
- მთავრობის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტები აგრძელებენ სწავლას იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც აქამდე იყო.