აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს | Allnews.Ge

აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ 16:00 საათიდან შეიკრიბნენ, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს.