რა ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები შეუქმნა ონლაინსწავლებამ და იზოლაციამ ბავშვებს? | Allnews.Ge

რა ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები შეუქმნა ონლაინსწავლებამ და იზოლაციამ ბავშვებს?

ქცევის დარღვევები, არეული ძილის რეჟიმი, გაუარესებული მხედველობა, ჭარბი წონა... ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მოსახლოებას და განსაკუთრებით ბავშვებს პანდემიიდან გამომდინარე შექმნილმა ახალმა რეალობამ მოუტანა. მოსწავლეები სკოლებში ისევ არ დადიან, შეზღუდულია წრეების ფუნქციონირება.

სწავლება, ძირითადად, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რის გამოც დროის უდიდეს ნაწილს ბავშვები სახლებში, კომპიუტერებთან, ტელევიზორებთან და მობილურებთან ატარებენ. ამ ყველაფერმა უკვე ჰპოვა მათზე ასახვა, რაზეც სპეციალისტებიც აქტიურად მიუთითებენ.