თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე კერძო ავტომობილებით გადაადგილება სრულყოფილად ან ნაწილობრივ შეიზღუდება | Allnews.Ge

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე კერძო ავტომობილებით გადაადგილება სრულყოფილად ან ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე კერძო ავტომობილებით გადაადგილება სრულყოფილად ან ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ,  მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.

"ჩვენი მიზანია თანაბარი საშუალება მივცეთ სატრანსპორტო მოძრაობის ყველა მონაწილეს. ერთ ზოლს საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვაძლევთ, ერთ ზოლს - ქვეით მოსიარულეს, ერთ ზოლს - ველობილიკით მოსიარულეს და მინიმუმ ერთ ზოლს კერძო ავტომობილით მოსიარულეს. თუმცა, უცხოეთში ძალიან ბევრ ქალაქში არის ქუჩები, სადაც მათ შორის გზის სივიწროვიდან გამომდინარე აკრძალულია კერძო ავტომობილით გადაადგილება. ჩვენი რელიეფიდან და ძველ თბილისში ვიწრო ქუჩების არსებობიდან გამომდინარე, შესაძლოა, მივიღოთ მსგავსი გადაწყვეტილებები და გვექნება ისეთი ქუჩებიც, სადაც კერძო ავტომობილით გადაადგილება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. გაჩნდება ქუჩები, სადაც სრულად ან ნაწილობრივ შეიზღუდება კერძო ავტომობილებით მოძრაობა,"-აღნიშნა წილოსანმა.