8 ცვლილება, რაც დღეიდან ტრანსპორტთან დაკავშირებით ეტაპობრივად ამოქმედდება | Allnews.Ge

8 ცვლილება, რაც დღეიდან ტრანსპორტთან დაკავშირებით ეტაპობრივად ამოქმედდება

თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, დღეიდან რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება.

კერძოდ, დღეიდან ახალი ქსელის იმპლემენტაცია დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე 24 ოქტომბრიდან:

  • ქალაქში გაჩნდება ათიდან, ერთი სწრაფი დერეფანი, რომელიც იმოძრავებს მხოლოდ მისთვის გამოყოფილ ზოლში, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას. დერეფანზე, იმოძრავებს 12- მეტრიანი და მომავალი წლიდან 18- მეტრიანი ავტობუსები;
  • ამოქმედდება სრულიად ახალი, მისი მკვებავი, საუბნო მნიშვნელობის ხაზები. საქალაქო მნიშვნელობის მარშრტუტებზე მოძრაობს 8 და 10 მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მარშტურებში მოძრაობს 6 მეტრიანი ე.წ. მიკროავტობუსები, რომელიც მერიამ უკვე შემოიყვანა და 300 ერთეული თვის ბოლოდან დაიწყებს მოძრაობას;
  • აღნიშნულ მარშუტებზე ანუ ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაუქმდება ნაღდი ანგარიშსწორება და გადახდა მხოლოდ სატრანსპირტო ბარათით იქნება შესაძლებელი;
  • მიკროავტობუსებში აიკრძალება ფეხზე დგომა, რაც მკაცრად გაკონტროლდება;
  • შეიცვლება ბიზნეს მოდელი, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული, რაც ახდენს "მგზავრზე ნადირობის" პრევენციას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას;
  • აღნიშნული რეფორმით განახევრდება ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა და დედაქალაქში ნაცვლად 3 000 მიკროავტობუსისა, იმოძრავებს 1200-1500-მდე ერთეული. შედეგად, თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები სრულად დაიფარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით;
  • მოლოდინის დრო დღევანდელი საშუალო 28 წუთისა შემცირდება 7 წუთამდე ხოლო მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთს შეადგენს;
  • დღეიდან, თბილისს 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება.