„ქართულმა ოცნებამ“ 3 კვირაში საარჩევნო ბანერებსა და სხვა ტიპის რეკლამებზე 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა | Allnews.Ge

„ქართულმა ოცნებამ“ 3 კვირაში საარჩევნო ბანერებსა და სხვა ტიპის რეკლამებზე 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარჯი 1-ელიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, 4 305 178 ლარს შეადგენს, საიდანაც პარტიამ მხოლოდ რეკლამაში 3 197 851 ლარი დახარჯა.

როგორც პარტიის მიერ შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, რეკლამის ხარჯებიდან "ქართულმა ოცნებამ" 1 067 461 ლარი სატელევიზიო რეკლამაში დახარჯა, 32 750.2 ლარი ბეჭდურ რეკლამაში, ინტერნეტ რეკლამისთვის 267 797 ლარი გაიღო, გარე რეკლამისთვის 1 649 984 ლარი დახარჯა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 179 859 გადაიხადა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვეში, 1-ელიდან 21- სექტემბრის ჩათვლით, მათ ბრენდირებული აქსესუარებისთვის თანხები არ გადაუხდიათ.