ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 540 საწოლია თავისუფალი- ჯანდაცვის სამინისტრო | Allnews.Ge

ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 540 საწოლია თავისუფალი- ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 540 საწოლია თავისუფალი.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 375 პირი გამოჯანმრთელდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევა 4077-ს შეადგენს.