ორი ახალი საფუძველი, რომელიც სამხედრო სამსახურში გაწვევას კანონით გადაავადებს | Allnews.Ge

ორი ახალი საფუძველი, რომელიც სამხედრო სამსახურში გაწვევას კანონით გადაავადებს

კანონით სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ორი ახალი საფუძველი დამტკიცდა. კერძოდ, მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ბოლო კანონპროექტი იყო "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით მიიღო.

პროექტი ითვალისწინებს წვევამდელის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ორ ახალ საფუძველს. კერძოდ, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:

  • არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი - შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. გადავადება განხორციელდება მხოლოდ ერთხელ.
  • თუ არის აპლიკანტი, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე.