აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დღეიდან აკრძალულია, 22:00 საათიდან კი რესტორნები დაიხურება | Allnews.Ge

აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დღეიდან აკრძალულია, 22:00 საათიდან კი რესტორნები დაიხურება

აჭარასთან დაკავშირებით შემოღებული ზომები დღეიდან ამოქმედდა. 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი უკვე მთლიანად შეჩერებულია.

შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ გუშინ მიიღო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, დღის განმავლობაში რესტორნები ჩვეულებრივად იმუშავებენ და 22:00 საათიდან დილამდე დაიკეტებიან.

"25 სექტემბრიდან, 22:00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს - დღის მანძილზე იმუშავებენ 22:00 საათამდე. ასევე, აჭარის რეგიონში მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.