კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა ერთ დღეში- საქართველოში ვირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა | Allnews.Ge

კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა ერთ დღეში- საქართველოში ვირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინციცირებულთა რაოდენობა 2075 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1363-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.