მესტიის მუნიციპალიტეტში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო | Allnews.Ge

მესტიის მუნიციპალიტეტში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო

მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო. როგორც  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა განაცხადა, PCR კვლევა ჩაუტარდებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან და კოვიდის გამოხატული ნიშნები აქვთ.

"კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება სამედიცინო პერსონალსაც. გუშინ ვისაც ჩაუტარდა ტესტი, საბედნიეროდ, ყველა პასუხი უარყოფითია",- განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება სოფელ ლენჯერში განმეორებითი ტესტირება.

myquiz