როგორ უნდა ვიკვებოთ იოდდეფიციტის დროს? | Allnews.Ge

როგორ უნდა ვიკვებოთ იოდდეფიციტის დროს?

იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები რაციონის გადახედვისკენ მოგვიწოდებენ და გვირჩევენ მივიღოთ იოდის შემცველი პროდუქტები. კერძოდ, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი, იოდიზირებული მარილი.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა წყალმცენარეები და თევზის ქონი. იოდს შეიცავს ნიორი, ლობიო, წიწაკა, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ყაბაყი, კომბოსტო და კარტოფილი. ყველამ როდი იცის, რომ იოდშემცველ პროდუქტებს მიეკუთვნება პური, რძე და რძის პროდუქტები. აღნიშნული პროდუქტების რაციონში ჩართვა ყოველდღიურადაა აუცილებელი, რამეთუ იოდი სხეულში თავისთვად არ გამომუშავდება.

წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იოდის დღიური მინიმუმი 50 მკგრ-ია, 1-7 წლამდე 90 მკგრ, 7-12 წელი-120მკგრ, 12 წელზე მეტი ასაკის პირებისათვის 150 მკგრ.

დეფიციტის განვითარებისას, შესაძლებელია გადახრები აღინიშნოს სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებით, გულის მუშაობის, მხედველობის, მეხსიერების დაქვეითების სახით. კანის, თმის, ფრჩხილების მდგომარეობაც უარესდება, დარტყმის ქვეშ ექცევა ფარისებრი ჯირკვალი. ბავშვებში იოდდეფიციტი აქვეითებს გონებრივი შესაძლებლობის მაჩვენებელს, რაც ათვისებისა და სწავლასთან დაკავშირებული პრობლემებით გამოიხატება.

myquiz