სახლი "მილიონერების რაიონში", საკუთარი რესტორანი და კოსმეტიკური ბრენდი - როგორ ცხოვრობს თინა კანდელაკი | Allnews.Ge

სახლი "მილიონერების რაიონში", საკუთარი რესტორანი და კოსმეტიკური ბრენდი - როგორ ცხოვრობს თინა კანდელაკი

თბილისში დაბადებული რუსი ტელეწამყვანი და ბიზნესლედი თინა კანდელაკი, ამჟამად ფედერალური სპორტული ტელეარხის "Матч ТВ"-ს გენერალური პროდიუსერია, აქვს კოსმეტიკური ბრენდი AnsaLigy და მოსკოვში საკუთარი სახელობის ქართულ რესტორანს - "თინათინს" ფლობს.

რუსეთის პრეზიდენტის ფავორიტი ქართველი ჟურნალისტი არასდროს ერიდება პუტინის ქებას, ქართველებს კი ხან ეკონომიკის მართვას უწუნებს, ხანაც რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ასწავლის.

46 წლის კანდელაკი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანი და პროდიუსერია. განსაკუთრებით აქტიურია "ინსტაგრამზე", სადაც 3 მილიონი გამომწერი ყავს.

სოციალურ ქსელში კანდელაკი ჯანსაღი ცხოვრების წესის, აქტიური სპორტული ცხოვრებისა და თავის მოვლის პროპაგანდას ეწევა და გულშემატკივრებს სამოტივაციო ინფორმაციებს უზიარებს.

ერთ-ერთ პოსტში წერს:

"მუდმივად მეკითხებიან - მაქვს თუ არა დეპრესია? რობოტი ხომ არ გავხდი იმის გამო, რომ მუდმივად ვიღიმი და პოზიტიურზე ვსაუბრობ? არა, მე ცოცხალი ადამიანი ვარ და ზუსტად იგივე პრობლემები მაღელვებს, რაც სხვებს - ვღელავ ჩემი ახლობლების ჯანმრთელობაზე, სირთულეებს ვაწყდები საქმეში. ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი კი იმასთანაა დაკავშირებული, რომ მე ამ ცხოვრებას ძალიან ვაფასებ.

თუ ჯანმრთელი ხარ, უკვე ბედნიერი ხარ, შენიანები ჯანმრთელები არიან - ორჯერ უფრო ბედნიერი ხარ. დანარჩენი ყველაფრის გამომუშავება, დამსახურება და მიღწევაა შესაძლებელი.

ბევრი ამბობს, რომ ცხოვრება მათ მიმართ სასტიკია და არაფერი გამოუვათ. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე მეც ამას მიმეორებდნენ - რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე საპირისპიროს ვამტკიცებდი. იმიტომ რომ, მხოლოდ შრომისმოყვარეობით მიაღწევ ყველაფერს" - წერს კანდელაკი.

რაც შეეხება იმას, თუ რა დაიმსახურა კანდელაკმა - ამის ნახვა მის "ინსტაგრამზეც" მარტივად შეიძლება. კანდელაკი უძრავ ქონებას ფლობს მოსკოვსა და რუსეთის დედაქალაქთან ახლომდებარე "მილიონერების რაიონში" - "რუბლიოვკაზე".

ბიზნესლედის მოსკოვური აპარტამენტი 400 კვ. მეტრი ფართის და დუპლექსის ტიპის საცხოვრებელია პანორამული ფანჯრებით. ბინაში არის დიდი მისაღები, კაბინეტი, საძინებლები, გარდერობი, სამზარეულო და სააბაზანო ოთახები. 2 წლის წინანდელი მონაცემებით, მსგავსი აპარტამენტის ღირებულება, დაახლოებით 120 მილიონი რუბლია (1.8 მილიონი დოლარი).

რაც შეეხება ორსართულიან ფეშენებელურ სახლს "რუბლიოვკაზე" - მას ტელეწამყვანი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა და საბოლოოდ იპოვა ადგილი "ოცნების სახლისთვის". მშენებლობა სამი წელი მიმდინარეობდა და მას თავად კანდელაკი ხელმძღვანელობდა.

ორსართულიანი სალის პირველ სართულზე მისაღები, სამზარეულო და სასადილო ოთახები, ასევე ერთი საძინებელია. მეორე სართულზე სამი აივნიანი საძინებელი და სამი სველი წერტილია. ეზოში ორ ავტომობილზე გათვლილი გარაჟი, აუზი და იაპონური ბაღია. ანაგრძეთ კითხვა

myquiz