როგორ შეცვალა თბილისის ცხოვრება კორონავირუსმა - ფოტოები ცარიელი ქალაქიდან | Allnews.Ge

როგორ შეცვალა თბილისის ცხოვრება კორონავირუსმა - ფოტოები ცარიელი ქალაქიდან

კორონავირუსის ახალ ტიპს, COVID-19-ს მსოფლიოს 188 ქვეყანა ებრძვის. ამ ეტაპზე ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების თავიდან ასარიდებლად ყველაზე ეფექტური საშუალება სახლში დარჩენაა. სხვადასხვა ქვეყნებში საგანგებო რეჟიმები და წესები მოქმედებს იმისთვის, რომ რისკი მაქსიმალურად შემცირდეს.

საქართველოში შეჩერებულია სასწავლო პროცესი, ზოგიერთი უნივერისტეტი და სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, დაიკეტა კაფე-ბარები, ღამის კლუბები, რესტორნები, გადაიდო მნიშვნელოვანი სპორტული, თუ კულტურული ღონისძიებები. ქალაქში აღარ დადიან ყვითელი მარშუტკები.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც სხვა შეზღუდვებთან ერთად, 10 კაცზე მეტის შეკრებასაც კრძალავს. ყოველივეს გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ თბილისში ქუჩები დაცარიელდა.

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს თბილისის ცარიელი ქუჩების ფოტოებს, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ შეცვალა ცხოვრება კორონავირუსმა. ფოტოების ავტორი, ფოტოგრაფი დავით თაბაგარია.

ambebi.ge

myquiz