ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები იწყება | Allnews.Ge

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები იწყება

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ხვალიდან ბოლო, მეოთხე ეტაპის სამუშაოები იწყება.

სამუშაოები ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება, რაც დაახლოებით, 350 მეტრია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები: სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელები, გაზსადენი, ამის შემდეგ კი ასფალტის საფარის ქვედა ფენა დაიგება. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია დაახლოებით, ორი თვე გაგრძელდება.

მერიის ცნობით, კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი უკვე დასრულდა. გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყო ასფალტის საფარის ქვედა ფენა.

myquiz