თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი მოწყდა | Allnews.Ge

თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი მოწყდა

ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული იტალიელი ტურისტების ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ, რის შედეგადაც მოწყდა ზვავი. ოთხი ადამიანი სტიქიას გადაურჩა, ხოლო დარჩენილი ექვსი ადამიანი ზვავმა მოიყილა.

მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა სამაშველო სამსახურმა. ორი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს ზვავიდან, ერთს კი მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. სამწუხაროდ, დარჩენილი 3 ადამინის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მაშველებმა ისინი გარდაცვლილები იპოვნეს.

მთის კურორტების განვითარების კომპანია მოგმართავთ თხოვნით, თქვენივე უსაფრთხოებისთვის ნუ გადახვალთ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილეთ ადმინისტრაციასა და მომზადებულ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს .