დარღვევები, რის გამოც ყველაზე მეტი მძღოლი ჯარიმდება საქართველოში | Allnews.Ge

დარღვევები, რის გამოც ყველაზე მეტი მძღოლი ჯარიმდება საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მე-4 კვარტლის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

უწყების ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სულ 887 578 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამათგან, უმეტესობა - 480 142 ფაქტი თბილისში დარეგისტრირდა.

კერძოდ, გასულ თვეებში გამოვლენილი ტოპ-8 დარღვევის სტატისტიკა ასეთია:

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას - 196 512 ფაქტი;

ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნების დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - 191 353 დარღვევა;

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ - 150 777 შემთხვევა;

იხილეთ გაგრძელება

myquiz