ბლოკნოტში დაწერილი ავტომატურად გადადის სმარტფონში - Moleskine-ის ჭკვიანი საწერი კომპლექტი უკვე საქართველოშია | Allnews.Ge

ბლოკნოტში დაწერილი ავტომატურად გადადის სმარტფონში - Moleskine-ის ჭკვიანი საწერი კომპლექტი უკვე საქართველოშია

ტექნოლოგიები ვითარდება და რაც საუკუნეების წინ წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა, ახლა ხელშესახებია. მაგალითად, რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ ფურცელზე დაწერილი გაციფრულებულიყო? აქამდე ბლოკნოტში ჩაწერილის ფოტოს უღებდით და ასე ინახავდით? რას იტყვით, თუ გაიგებთ, რომ შესაძლებელია, ბლოკნოტში გაკეთებული ჩანაწერი თუ ჩანახატი ავტომატურად გადავიდეს ციფრულ მოწყობილობაში, თანაც დაუყოვნებლივ?

ქაღალდის ნაწარმისა და ჭკვიანი მოწყობილობების მსოფლიო ბრენდიმა Moleskine-მა ეს შესაძლებელი გახადა და ჭკვიანი საწერი კომპლექტი შექმნა. საქართველოში მისი შეძენა ბიბლუსი გალერეებში, „ლუპენის“ სივრცეებშია შესაძლებელი. მის.: ბიბლუსი გალერეა, ჭავჭავაძის #7 / კანდელაკის #7

რა არის ჭკვიანი საწერი კომპლექტი?

კომპლექტი საშუალებას იძლევა ბლოკნოტში დაწერილი ნებისმიერი ტექსტი თუ გაკეთებული ესკიზი სმარტფონში ან კომპიუტერში გადაიტანოთ. რაც მთავარია, ისე, რომ პროცესში აცდენა არ მოხდეს - ანუ ბლოკნოტში შესრულებული სამუშაო ავტომატურად სრულდება ციფრულ მოწყობილებაშიც. სურვილის შემთხვევაში, ჩანაწერს ინახავთ და ელექტრონულად უგზავნით ნებისმიერ ადამიანს.

ჭკვიან საწერ კომპლექტში შედის:

• დახვეწილი კლასიკური დიზაინის, „ჭკვიანი“ კალამი;

• ჩანაწერების ბლოკნოტი, რომლის ჩვეულებრივი ბლოკნოტისგან გარჩევა გაგიჭირდებათ, იმდენად რეალისტური და დახვეწილია;

• მელანი

• USB კაბელი კალმის დასამუხტად (სრულად დამუხტვას, დაახლოებით, 2 სთ სჭირდება)

ხიდი ფურცელსა და ციფრულ სამყაროს შორის

აშშ-ში გასულ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზრდასრულთა 37%-ს ფურცელზე მუშაობა (წერა, კითხვა და ხატვა) ურჩევნია ციფრულ მოწყობილობებში მუშაობას. საქართველოშიც დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებისთვისაც ბლოკნოტს ვერასოდეს ჩაანაცვლებს, მაგალითად, სმარტფონი თავისი მრავალფეროვანი საწერ-ჩასანიშნი აპლიკაციებით.

Moleskine-ის ჭკვიანი საწერი კომპლექტი არის ერთგვარი ხიდი ფურცელსა და ციფრულ მოწყობილობებს შორის, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ძველი ჩვევებისა და ქაღალდის ერთგული დარჩეს, მაგრამ, ამავდროულად, უმცირეს დროში გარდაქმნას რეალური ჩანაწერი ციფრულ პროდუქტად.

ვისთვის არის ჭკვიანი საწერი კომპლექტი?

Moleskine-ის ჭკვიანი საწერი კომპლექტი არის ადამიანებისთვის, ვისაც ხშირად უწევთ ჩანაწერებისა თუ ჩანახატების საშუალება. მისი გამოყენება განსაკუთრებით პრაქტიკულია:

• დიზაინერებისთვის, არქიტექტორებისთვის, რომლებისთვისაც დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და საჭიროა, მაქსიმალურად სწრაფად შექმნან ესკიზი დამკვეთისთვის;

• რედაქტორებისა და გამომცემლებისთვის, რომლებსაც ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაცვლა ხშირად და მოკლე დროში უწევთ;

• აკადემიური პერსონალისთვის;

• გაყიდვების სფეროში დასაქმებულთათვის;

• მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ბლოკნოტების გამოყენება, ხშირად უწევს ჩანაწერებისა თუ სხვადასხვა ვიზუალის შექმნა და სურს მათი შენახვა-გავრცელება ციფრულ ფორმატში გადაყვანის გზით.

myquiz