როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში? | Allnews.Ge

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში?

7 იანვარს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

„8 იანვარს დღის ბოლოდან 11 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 7-8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 9-10 იანვარს შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

myquiz