რა იცვლება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის 2020 წლიდან | Allnews.Ge

რა იცვლება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის 2020 წლიდან

არსებულ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომელიც მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ ავტომობილებსაც შეეხება. როგორც რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანაშვილმა განაცხადა, აღნიშული ავტომობილების მფლობელებისთვის რეგულაციები არა 2020 წლის 1-ლი იანვრიდან, არამედ, 1-ლი აპრილიდან ამოქედდება.

კერძოდ, თუ მძღოლი საჭის გატანას და ტექინსპექტირების გავლას 2020 წლის 1-ელ აპრილამდე მოასწრებს, მისი ავტომობილი ტექინსპექტირებას შემდგომ წლებშიც ჩვეულებრივ გაივლის. თუმცა, აღნიშული პერიოდის შემდგომ, საჭის გადატანა (შესაბამისად, ტექდათვალიერება) აიკრძალება.

ვაჟა იორდანაშვილის თქმით, იგივე რეგულაციები ვრცელდება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზეც. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ აპრილამდე რეგისტრირებული ავტომობილები, რომელიც ტექინპექტორებასაც ამავე ვადაში გაივლიან, შემდგომ წლებშიც შეძლებენ ტექდათვალიერებას. თუმცა უკვე 1-ლი აპრილიდან იმპორტირებული ავტომობილები რეგისტრაციას (შესაბამისად, ტექდათვალიერებას) ვეღარ გაივლიან.

„მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის რეგულაცია 2020 წლის 1-ელ აპრილიდან ამოქმედდება. ანუ ის სატრანპორტო საშუალებები, რომელსაც საჭე გადატანილი აქვს ან გადაიტანენ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე, დაშვებულია და გაივლიან ტექინპექტირებას. შემდგომ უკვე 2020 წლის 1-ლი აპრილიდან საჭის გადატანა იკრძალება. შესაბამისად, ისინი ვეღარ გაივლიან ტექდათვალიერებას.

რაც შეეხება დასტიკერებულ ფარებს, ესეც 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დაშვებულია. ამის შემდგომ აიკრძალება.

გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელვანი ცვლილება ეხება თხევად აირზე მომაშავე ავტომობილებს. მათთვის სავალდებულო ხდება, რომ ტექინპექტირებამდე გაიარონ შემოწმება თხევად აირზე და მის გამართულ მუშაობაზე“,- აღნიშნა ვაჟა იოდანაშვილმა.

bpn.ge

myquiz