უახლოეს დღეებში ცალკეულ რაიონებში ტემპერატურა 23 გრადუსამდე მიაღწევს | Allnews.Ge

უახლოეს დღეებში ცალკეულ რაიონებში ტემპერატურა 23 გრადუსამდე მიაღწევს

23-24 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 25-26 დეკემბერს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექი.

„ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

myquiz