დარგები საქართველოში, სადაც ბოლო მონაცემებით, ყველაზე მაღალი ხელფასი ფიქსირდება | Allnews.Ge

დარგები საქართველოში, სადაც ბოლო მონაცემებით, ყველაზე მაღალი ხელფასი ფიქსირდება

2019 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

მშენებლობა - 2 008.4 ლარი (წლიური ზრდა - 16.4 პროცენტი)

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 958.7 ლარი (წლიური ზრდა - 9.7 პროცენტი)

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა - 3.7 პროცენტი)

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა - 19.4 პროცენტი)

ამასთან, საანგარიშო პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 924.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 475.7 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 72.2 და 115.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

წაიკითხეთ მეტი bpn.ge-ზე

myquiz