საქართველოში 21 გრადუსამდე დათბება - კვირის ბოლომდე მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

საქართველოში 21 გრადუსამდე დათბება - კვირის ბოლომდე მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

17 დეკემბრიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 დეკემბრიდან კვირის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

დღეს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

myquiz