რა ანაზღაურება აქვთ მთავარი პროკურატურის თანამშრომლებს | Allnews.Ge

რა ანაზღაურება აქვთ მთავარი პროკურატურის თანამშრომლებს

გენერალური პროკურორის 29 ოქტომბრის ბრძანებით, მთავარი პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები დამტკიცდა.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, გენერალური პროკურორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 600 ლარია; მისი პირველი მოადგილის - 6 200 ლარი; გენერალური პროკურორის მოადგილის - 6 000 ლარი; დეპარტამენტის უფროსის - 5 600 ლარი; ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის -4 100 ლარი, სამმართველოს უფროსს კი - 3 500 ლარი აქვს.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, I კატეგორიის მრჩეველთა ანაზღაურება 1500-2400 ლარის ფარგლებშია; ხოლო II კატეგორიის მრჩევლების - 1500-1800 ლარის ფარგლებში.

დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობრივი სარგო თვეში 3 000 ლარია; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის კი - 2 900 ლარი. ასევე როგორც დოკუმენტშია მითითებული პროკურატურაში სტაჟიორის ყოველთვიური ანაზღაურება 480 ლარია. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz