წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი და თოვლჭყაპი - იხილეთ მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი და თოვლჭყაპი - იხილეთ მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

22 სექტემბრამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ასევე, შესაძლებელია იყოს სეტყვა, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

ამასთან, 22 სექტემბერს, ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

myquiz