სურსათის სააგენტო აღმაშენებელსა და ბელიაშვილზე მდებარე იმ კვების ობიექტებს ასაჯაროვებს, რომელთაც დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ | Allnews.Ge

სურსათის სააგენტო აღმაშენებელსა და ბელიაშვილზე მდებარე იმ კვების ობიექტებს ასაჯაროვებს, რომელთაც დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტო იმ კვების ობიექტებს ასაჯაროვებს, რომელთაც განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩებზე საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

კერძოდ, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე შემდეგ კვების ობიექტებს: შპს მეგობრობა, შპს სალვე, შპს ჯეო ინდიან სპაისის, შპს ბიგ დედის ფიშ ანდ ჩიფს, შპს ლიბერთი, შპს მარტო, შპს კარაკ-ტოტა, შპს მიდო, შპს კრეპს სუზეტე პარიზ, ინდივიდუალური მეწარმე ლევანი მიქელაძე, ინდივიდუალური მეწარმე ია ზანდუკელი, ინდივიდუალური მეწარმე რევაზ წულაია, შპს პლაზა მენეჯმენტი.

ამასთან, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 57 შემოწმებული კვების ობიექტიდან 49 დააჯარიმა. ობიექტებს ჯამურად 20 000 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ.

თითოეული კვების ობიექტი, სადაც კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა 1000 ლარით დაჯარიმდა. ჯამურად 13 ობიექტს, რომელთაც საწარმოო პროცესი შეუჩერდა ჯარიმის სახით 13 000 ლარი დაეკისრათ. სხვა ობიექტებზე დაკისრებული ჯარიმა კი დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე 100 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს.

ამას გარდა, სეს-ის განცხხადებით, ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები, საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე.

myquiz