წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 სექტემბრამდე? | Allnews.Ge

წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 სექტემბრამდე?

უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ღამით აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით. ამასთან, მისი ინფორმაციით, 18 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

„18 სექტემბერს დღის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთსა და აღმოსავლეთში +24 -29 გრადუსი იქნება. ასევე, თბილისში ხვალ, დღის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამით შეიძლება ხანმოკლე წვიმა იყოს ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ-ში, დროგამოშვებით გაძლიერდება 17-22 მ/წმ-მდე. რაც შეეხება ტემპერატურას, ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება.

19 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში შეიძლება მცირედით იწვიმოს. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +27-32 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ, ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება.

20 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა ელჭექით. ტემპერატურა +21-26 გრადუსამდე დაიკლებს. ასევე, ხანმოკლე წვიმაა ელჭექით მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. ტემპერატურა +24-29 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეხება დედაქალაქს, თბილისში დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა იყოს ელჭექით, ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება,“ - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

myquiz