4 სექტემბრამდე საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი | Allnews.Ge

4 სექტემბრამდე საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

3 სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე გაიზრდება.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია სითბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

myquiz