უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკის ნაწილი ჩამოინგრა | Allnews.Ge

უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკის ნაწილი ჩამოინგრა

უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკის ნაწილი ჩამოინგრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, კოშკის ზედა ნაწილი შარშანაც ჩამოიშალა.

„დღეს დილით ჩამოშლილა კოშკის ნაწილი. ბიჭები ჰყვებიან, კინაღამ ტურისტი მოიყოლაო“, - ამბობს ადგილობრივი ნაირა ვაჩლიანი.

მესტიის მუნიციპალიტეტში 2019 წლის ბოლომდე 20 კოშკი და მაჩუბი უნდა განახლდეს. შესაბამისი ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა. იგეგმებოდა თუ არა წელს ტარიელ ჩარქსელიანის კოშკის რეაბილიტაცია, ჯერჯერობით უცნობია.

myquiz