როდის გამოიდარებს ზღვისპირეთში? - აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა | Allnews.Ge

როდის გამოიდარებს ზღვისპირეთში? - აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა

საქართველოს ზღვისპირა ქალაქებში რამდენიმე დღეა უამინდობაა. როდიდან გამოდარებს დასავლეთ საქართველოში და როგორი ამინდი გველოდება უახლოესი დღეების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამის გასარკვევად Ambebi.ge გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს დოდო გვაზავას დაუკავშირდა:

მისი ინფორმაციით, დღეს ზღვისპირა ქალაქებში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან - ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ასევე მოსალოდნელია სეტყვა, ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ქალაქებში - ბათუმში, ქობულეთსა, ურეკში 24-26 გრადუსი დაფიქსირდება.

26 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, მათ შორის ზღვისპირეთში გამოიდარებს, 27-დან კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და უნალექო ამინდები თვის ბოლომდე გასტანს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო დღეები შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 31-33 გრადუსი იქნება.

myquiz