თბილისში მგზავრობის საფასურის ნაღდი ფულით გადახდა აღარ იქნება შესაძლებელი | Allnews.Ge

თბილისში მგზავრობის საფასურის ნაღდი ფულით გადახდა აღარ იქნება შესაძლებელი

თბილისში მგზავრობის საფასურის ნაღდი ფულით გადახდა აღარ იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის" ჯგუფის ხელმძღვანელმა ასმათ აბესაძემ განუცხადა. თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ამ ეტაპზე ქაღალდზე არსებული იდეებით, რომლის ავტორიც ფრანგული კომპანია "სისტრაა", დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ახლებური და ინოვაციური სქემა შემოდის.

აბესაძემ მზაგვრობის სავარაუდო ღირებულებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საათნახევარი მგზავრობა მინიმუმ 80 თეთრიდან 1-ლარამდე იქნება, ოღონდ ამ ინტეგრირებულ ტარიფში შევა მიკროავტობუსებიც.

"ვიღაცას მგზავრობა გაუიაფდება, ვიღაცას იგივე დარჩება. არავის მგზავრობა არ გაუძვირდება, მაგრამ გაუმჯობესდება მომსახურება. იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩავრიცხავთ კონკრეტულ თანხას და ვიმგზავრებთ. პირველი მგზავრობისას ჩამოგვაჭრის ფიქსირებულ ტარიფს და საათნახევრის განმავლობაში ვიმგზავრებთ სხვადასხვა ტრანსპორტით. ქეშით მგაზვრობის საფასურს ვეღარ გადავიხდით. რომ არ შეიქმნას დისკომფორტი, ყველა ძირითად გაჩერებაზე გვექნება ჩარიცხვის აპარატები. ასევე, შეგვეძლება გადავიხადოთ საბანკო ბარათებითაც. გაბილეთიანების საკითხს "საქართველოს ბანკი" მოაგვარებს და ახალი ტიპის ბარათებსაც დაამზადებს", - აღნიშნა ასმათ აბესაძემ.

მისივე თქმით, ბარათები შეიძლება იყოს ერთჯერადი მგზავრობის, ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, 6-თვიანი და ერთწლიანი.

"ერთწლიანი ბარათის საფასური, ალბათ, იქნება ყოველდღიურ მგზავრობაზე გადანაწილებული ყველაზე იაფად ღირებული ბარათი. ყველაზე ძვირი ეღირება ერთჯერადი გავლა. დანარჩენი გავლიდან გამომდინარე, რაც უფრო ბევრ დღეზე გადაიხდი, უფრო დაბალი ტარიფი შეგხვდება. თუმცა ქვედა ზღვარი დაწესდება", - აღნიშნა აბესაძემ.

სრული ინტერვიუ იხილეთ აქ

myquiz