21-22 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი | Allnews.Ge

21-22 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

უახლოეს დღეებში დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო თბილისში - უმეტესად უნალექო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს.

21 ივლისს დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 18-23 გრადუსი, დღისით კი - 25-30 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოშიც ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა ბარში ღამით 19-24 გრადუსია, დღისით კი - 32-37.

თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა ღამით 23, ხოლო დღისით 36 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება 22 ივლისს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით 18-23 გრადუსი, ხოლო დღისით 24-29 გრადუსია ნავარაუდევი.

აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი, შესაძლებელია სეტყვაც, ტემპერატურა ღამით 20-25 გრადუსი, დღისით 33-38 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება თბილისს, 22 ივლისს, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსი იქნება.

myquiz