მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი შესაძლოა, შეიცვალოს | Allnews.Ge

მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი შესაძლოა, შეიცვალოს

ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებად საჭირო ასაკი შესაძლოა, შეიცვალოს.

ამის შესახებ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტშია აღნიშნული.

პროექტი, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, პარლამენტში უკვე წარდგენილია. ცვლილებების მიხედვით, საუბარია A1 ქვეკატეგორიისა (მოტოციკლი) და B კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი) მართვის მოწმობებზე. შესაბამისად, თუ აქამდე ამ კატეგორიებზე მართვის უფლება პირი 17 წლიდან იღებდა, ცვლილების შედეგად ეს ასაკი 18 წელი გახდება.

იხილეთ გაგრძელება

myquiz