"პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ ქალს, რომელიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, ინციდენტი მოხდა.
აქციის მონაწილეები ერთ-ერთი მოქალაქის, ეკა ჯანაშიას მისვლას უარყოფითი რეაქციით შეხვდნენ. მათ ეკა ჯანაშიას პროვოკატორი და მოგზავნილი უწოდეს მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ რუსული ოკუპაცია ყველამ უნდა გააპროტესტოს და ანტისაოკუპაციო მოძრაობაში ყველა უნდა გაერთიანდეს.
„მითხრეს, პროვოკაციას აწყობო, ჩვენ ქრისტიანები ვართო, თითქოს მე არ ვარ ქრისტიანი... 18 დღეა დავდივარ აქ, მიმდინარე აქციაზე და ვაპროტესტებ ოკუპაციას. ასევე დავდივარ ატოცში და სხვა საოკუპაციო სოფლებში... ანტისაოკუპაციო მოძრაობა არის ის, რომელშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ, რათა რუსიანობა დასრულდეს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ეკა ჯანაშიამ.
