11 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან კი სეტყვაა მოსალოდნელი | Allnews.Ge

11 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან კი სეტყვაა მოსალოდნელი

11 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან ანობეს.

სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

„ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 9 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება,“ - აღნიშნულია გარემოს ეროვნული საგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

myquiz