მეტროსადგური გოცირიძე გადაიხურება - როგორი იქნება განახლებული მეტროსადგური? | Allnews.Ge

მეტროსადგური გოცირიძე გადაიხურება - როგორი იქნება განახლებული მეტროსადგური?

მეტროსადგური გოცირიძე გადაიხურება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მეტროსადგურის რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 21 მაისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად წინადადებების მირება 6 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 045 650. ლარია.

„ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს სადგურის ღია ბაქნის (პლატფორმის) გადახურვას ლითონის კვადრატული და მართკუთხა მილებისაგან შედგენილი სვეტების, შემკრავი კოჭების, დიაგონალური კავშირებისა და სხვა თანმდევი კონსტრუქციული ელემენტებით,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

იხილეთ ფოტოები

myquiz