სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნაყინის 15 ნიმუში შეამოწმა | Allnews.Ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნაყინის 15 ნიმუში შეამოწმა

სურსათის ეროვნული სააგენტო, სეზონურობის გათვალისწინებით, ნაყინის კონტროლს ააქტიურებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში ლაბორატორიულად გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების ნაყინის 15 ნიმუში, რომელთაგანაც დარღვევა არცერთში არ გამოვლენილა.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა უკვე ჩაატარეს 26 სახელმწიფო კონტროლი. შემოწმდა როგორც ნაყინის საწარმოებში არსებული ვითარება, ასევე სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებული პროდუქცია.

myquiz