როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი საქართველოში და როდის ველოდოთ გამოდარებას? | Allnews.Ge

როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი საქართველოში და როდის ველოდოთ გამოდარებას?

25 აპრილიდან საქართველოში გამოიდარებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, 25 აპრილამდე საქართველოში ძირითადად ნალექიანი ამინდი ნარჩუნდება.

„23 აპრილს დასავლეთ საქართველოში ყველგან იწვიმებს. აღმოსავლეთში ზოგან იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +9+14, აღმოსავლეთში კი - +11+16 გრადუსი იქნება, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. თბილისში შესაძლოა, აღინიშნოს მცირე, ხანმოკლე წვიმა, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში და დროგამოშებით შესაძლოა, 17-22 მ/წმ-შიც დაფიქსირდეს. ხვალ ტემპერატურა თბილისში +15 გრადუსამდე მოიმატებს.

24 აპრილს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +16+21 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთში - 14+19 გრადუსი იქნება. თბილისში საღამოს და ღამის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ტემპერატურა კი +17 გრადუსამდე მოიმატებს.

25 აპრილიდან 28 აპრილამდე ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ზოგან შეიძლება, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. 26-28 აპრილს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +23+28 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთში კი +21+26 გრადუსის ფარგლებში იქნება“, - განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

myquiz