ხვალიდან მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

ხვალიდან მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

16-18 აპრილს საქართველოში ამინდი გაუარესდება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს მონაცემებით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ასევე სეტყვა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

17-18 აპრილს ჰაერის ტემერატურა მკვეთრად დაეცემა, მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელოა საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

myquiz