ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართველი არ შეუშვეს - თებერვლის სტატისტიკა | Allnews.Ge

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართველი არ შეუშვეს - თებერვლის სტატისტიკა

გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის თებერვლის სტატისტიკაშია ასახული.

კერძოდ, წინა თვეში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა 5 112 იყო. მას მოსდევს პოლონეთი, სადაც - 3 198 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი - 2 994 გასვლით საბერძნეთია.

რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-სამეულს, თებერვალში საქართველოდან ყველაზე იშვიათად მიემგზავრებოდნენ, ასე გამოიყურება: შვეიცარია - 3 გამგზავრება; სლოვენია - 7 და ბულგარეთი - 89 გამგზავრება.

სტატისტიკა 18 ქვეყანას მოიცავს და აღსანიშნავია, რომ აქედან მხოლოდ ოთხ ქვეყანაში არ ფიქსირდება უარი საზღვრის კვეთაზე. ეს ქვეყნებია: ბელგია (გაემგზავრა - 218); რუმინეთი (გაემგზავრა - 119); შვეიცარია - (გაემგზავრა - 3) და სლოვენია (გაემგზავრა - 7).

შესაბამისად, 14-ია იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვათ. მათ შორის საფრანგეთი ლიდერობს, სადაც საქართველოს მოქალაქეთა შესვლაზე 37 უარი დაფიქსირდა 2019 წლის თებერვალში; მას მოსდევს იტალია - 34 უარით, მე-3 ადგილზე კი კვიპროსია, სადაც თებერვალში 33 უარი დაფიქსირდა. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ამ ჩამონათვალში პოლონეთი და ესპანეთი ინაწილებენ, შესაბამისად, 30 და 25 უარით. ესპანეთს მცირედით ჩამორჩება გერმანია და ავსტრია, სადაც 20-20 საქართველოს მოქალაქეს ეთქვა შესვლაზე უარი.

იხილეთ გაგრძელება

myquiz