"ქალაქგარეთ უფრო მოთხოვნადია პატარა სახლები პატარა ეზოთი“ - რა ღირს უძრავი ქონება თბილისის შემოგარენში | Allnews.Ge

"ქალაქგარეთ უფრო მოთხოვნადია პატარა სახლები პატარა ეზოთი“ - რა ღირს უძრავი ქონება თბილისის შემოგარენში

თბილისის შემოგარენში დაბებსა და სოფლებში უძრავი ქონების შეძენა სტაბილურად მოთხოვნადია.

მოსახლეობა ქალაქგარეთ აგარაკების შეძენას ჯანსაღი გარემოსა და დედაქალაქთან სიახლოვის გამო ირჩევს. როგორც თავად რეალტორები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, უძრავი ქონების შეძენისას ყველაზე პოპულარული ადგილებია - წყნეთი, წავკისი და საგურამო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს კერძო სახლები ქალაქგარეთ და როგორ ბინებზეა მოთხოვნა.

როგორც პორტალ SS.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ვგებულობთ, თბილისის შემოგარენში აგარაკის ფასი ყველაზე ძვირი საგურამოშია, სადაც კერძო სახლის ფასი საშუალოდ 400 ათასი დოლარი ღირს. თუმცა არის სახლები, რომლებიც 140 ათასი ღირს და არის ისეთებიც, რომლებიც 840 ათასი დოლარია.

წავკისში აგარაკის საშუალო ფასი 300 ათასი დოლარია. თუმცა ზოგადად ფასები 40 ათასი დოლარიდან იწყება და 800 ათასამდეც კი ადის.

წყნეთში, რომელიც ასევე დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს, სახლის საშუალო ფასი 225 ათასი დოლარია. რაც შეხება სახლების მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს, წყნეთში ის 22 ათასიდან იწყება და 680 ათას დოლარამდე ადის.

მცხეთაში აგარაკის ფასი 150-450 ათას დოლარს შორის მერყეობს, საშუალო ფასი კი 250 ათასი დოლარია. რაც შეეხება კოჯორს, საშუალო ფასი 70 ათასი დოლარია. ამ შემთხვევაში მინიმალური ფასი 25 ათასი დოლარი, ხოლო მაქსიმალური 325 დოლარია. მანგლისში უძრავი ქონება საშუალოდ 50 ათასი დოლარი ღირს.

რაც შეეხება თიანეთს, სახლის საშუალო ფასი 20 ათასი დოლარია, თუმცა არის სახლები, რომლებიც 10 ათასი დოლარიც ღირს და 45 ათასი დოლარიც.

როგორც სპეციალისტების აცხადებენ, თბილისის შემოგარენში როგორც წესი, ძველი აშენებული, დიდი სახლები იყიდება. ამ ეტაპზე კი უფრო მეტად მოთხოვნა პატარა სახლებზეა. ამიტომ ქალაქგარეთ ცხოვრების მსურველები ცდილობენ, რომ მიწა იყიდონ და სახლი თავად ააშენონ.

SS.ge-ს მონაცემებით კი მიწის ყველაზე მაღალი ფასი წყნეთშია, სადაც კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 165 დოლარია; მცხეთაში - 100 დოლარი; კოჯორში - 60 დოლარი; წავკისში - 50 დოლარი; საგურამოში - 33 დოლარია, მანგლისში - 16 დოლარი; თიანეთში - 7 დოლარი.

იხილეთ გაგრძელება

myquiz