ბავშვებს ახალი კოდექსით დამატებითი უფლებები მიენიჭებათ | Allnews.Ge

ბავშვებს ახალი კოდექსით დამატებითი უფლებები მიენიჭებათ

ბავშვის უფლებათა კოდექსს პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ. ის თავს უყრის ძირითად პრინციპებს, როგორიცაა ბავშის საუკეთესო ინტერესი და ბავშვის მონაწილეობა მათი უფლებების უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის ავტორები დეპუტატი სოფო კილაძე და თსუ-ის პროფესორი პაატა ტურავა არიან.

პაატა ტურავა კოდესთან დაკავშირებით ამბობს: "კოდექსი არ ანაცვლებს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით მოქმედ სხვა საკანონმდებლო რეგულაციებს, არამედ განამტკიცებს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის, განმარტების და აღსრულების ვალდებულებას საქართველოს კონსტიტუციის, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმების და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით".

მე-5 თავი განათლების მიღების თავისუფლებას გულისხმობს.

ა) ხარისხიანი უფასო სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა ყოველი ბავშვისთვის ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად;

ბ) პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ყოველი ბავშვისთვის ინდივიდუალური შესაძლებლობების და საჭიროებების შესაბამისად, მათ შორის, სათანადო ფინანსური მხარდაჭერით;

გ) განათლების სისტემის, საფეხურების და ფორმების, პროცედურების და ბავშვისთვის სხვა მნიშვნელოვანი და სასარგებლო საკითხების შესახებ ინფორმაციის ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა;

დ) სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვთა სკოლებში დაბრუნების ხელშეწყობა და სკოლის მიტოვების პრევენციის ღონისძიებების განხორციელება;

ე) განათლების ყველა საფეხურზე უახლესი სამეცნიერო და დარგობრივი ცოდნისა და ბავშვზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.

ვ) ბავშვის მონაწილეობის უფლების განხორციელება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც უშუალოდ საგანამანათლებლო პროცესში, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადაწყვეტილების მიღებისას. იხილეთ გაგრძელება

myquiz