ავტოტრანსპორტის 91% ათ წელზე უფრო ძველია | Allnews.Ge

ავტოტრანსპორტის 91% ათ წელზე უფრო ძველია

ავტოტრანსპორტის 91% ათ წელზე უფრო ძველია. ამის შესახებ ავტოპარკის 2017 წლის მონაცემებშია აღნიშნული.

კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი - 91% 2008 წლამდეა წარმოებული. რაც შეეხება ახალ, 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ისინი ავტოპარკის მხოლოდ 1,2%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ავტოპარკი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. ხოლო 2017 წელს ზრდის მაჩვენებელმა 5,3% შეადგინა.

უწყების ცნობით, 2017 წლის მონაცემებით, ავტოპარკის 81,9%-ს მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეადგენს. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, სამგზავრო ავტომანქანების წილი საქართველოს ავტოპარკში - 4,3%, ხოლო სატვირთოების - 8%-ია.

myquiz