რამდენ ოჯახს აქვს წლიურად 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი საქართველოში? | Allnews.Ge

რამდენ ოჯახს აქვს წლიურად 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი საქართველოში?

მიმდინარე წელს საქართველოში მოქალაქეთა ნაწილს ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა მოუწიათ.

კერძოდ, გადასახადის გადახდის ვალდებულება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რამდენმა ადამიანმა გადაიხადა აღნიშნული გადასახადი, თუმცა, შემოსავლების სამსახურის ცნობით, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადი გამიჯნული არ არის. თუმცა, ოჯახების წლიური შემოსავლების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტომობილზე ქონების გადასახადის გადახდა დაახლოებით 40 ათას ადამიანზე მეტს მოუწევდა. ცნობისთვის, პირებს ავტომობილის გადასახადის გადახდა 2017 წლის შემოსავლების მიხედვით მოუწიათ. 2017 წლის მონაცემებით კი, 40 ათას ლარზე მეტი და 100 ათას ლარზე ნაკლები შემოსავალი 35 418 პირს, ხოლო 100 ათასი ან უფრო მეტი შემოსავალი 9 728 პირს ჰქონდა საქართველოში. რაც შეეხება 2018 წლის მონაცემებს, იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე შემოსავალი ჰქონდა 32 787 ფიზიკურ პირს/ოჯახს; 100 ათას ლარზე მეტი კი - 9 923-ს.

ამასთან, ამავე მონაცემებით, 40 ათას ლარზე ნაკლები შემოსავალი საანგარიშო პერიოდში 151 906 ფიზიკურპ პირს/ოჯახს ჰქონდა მიღებული. ავტომობილზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განამავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული. კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არაუმეტეს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.

myquiz